ახალი ამბები

18 აგვისტოსთვის რეგისტრირებულია 430 ათასი ბავშვი – 200-ლარიანი დახმარება

18 აგვისტო, 2020 • 3149
18 აგვისტოსთვის რეგისტრირებულია 430 ათასი ბავშვი – 200-ლარიანი დახმარება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 აგვისტოს 10 საათის მონაცემებით 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრირებულია 430 ათასი ბავშვი და 273 ათასი მშობელი.

უწყების ინფორმაციითვე, საჯარო რეესტრში სულ რეგისტირირებულია 840 ათასი ბავშვი.

18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 წლის სექტემბრიდან.

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზეც, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის.

თუ მოზარდს ხვალ, ანუ 19 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 18 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ბავშვები ერთჯერადად 200- ლარიან დახმარებას მიიღებენ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.  დახმარება განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.


ამავე თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

რა ვუთხრათ ბავშვებს 200 ლარის შესახებ?

რა ვუთხრათ ბავშვებს 200 ლარის შესახებ?

მასალების გადაბეჭდვის წესი