შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ 28 სექტემბერს მოხდა.
შსს ამბობს, რომ დაკავებულმა „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.