ახალი ამბები

მტკვარში “ბაუჰაუსის” მეორე თანამშრომლის ცხედარიც იპოვეს – შსს

17 აგვისტო, 2020 • 2162
მტკვარში “ბაუჰაუსის” მეორე თანამშრომლის ცხედარიც იპოვეს – შსს

მდინარე მტკვარში “ბაუჰაუსის” მეორე დაკარგული თანამშრომლის ცხედარიც იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღესვე, ცოტა ხნით ადრე, მაშველებმა „ბაუჰაუსის“ მიმდებარედ, ხიდთან ახლოს მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ბარ „ბაუჰაუსის“ 15 ადგვისტოს გაუჩინარებული თანამშრომელია.

ცხედრის აღმოჩენამდე „ბაუჰაუსის“ ორ დაკარგულ თანამშრომელს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის შევიდა და “მყისიერად დაიწყო საძიებო ღონისძიებები”.

ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი თბილისში, ბარ “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი