ახალი ამბები

ავტოავარია თბილისში: დაიღუპა ოთხი ადამიანი

16 აგვისტო, 2020 • 1723
ავტოავარია თბილისში: დაიღუპა ოთხი ადამიანი

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ავარია 15 აგვისტოს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხ ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი