გერმანიის ცნობით, 14 აგვისტოს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეკრებაზე ლიდერები შეთანხმდნენ ბელარუსის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე, – იუწყება სააგენტო „როიტერსი“.
სააგენტო „ფრანც-პრესიც“ იუწყება, რომ ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ბელარუსის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას.
როგორც „როიტერსი“ წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენი მიზანია, რომ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დანაშაულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღდეგ, დავუწესოთ სანქციები“.
სანქციების კონკრეტული ადრესატები და სანქციების სახეები ჯერჯერობით გადასაწყვეტია. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მალე შემუშავდება სია, თუ ვის შეეხება სანქციები.
ბელარუსის ამბებზე გირჩევთ, წაიკითხოთ:
ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის