ახალი ამბები

პერსონალურ რეიტინგში პირველ ადგილს ილია II იკავებს, გამყრელიძე – მეორეს – IRI-ს კვლევა

12 აგვისტო, 2020 •
პერსონალურ რეიტინგში პირველ ადგილს ილია II იკავებს, გამყრელიძე – მეორეს – IRI-ს კვლევა

IRI-ს კვლევის მიხედვით, პერსონალურ რეიტინგში პირველ ადგილს ილია II იკავებს, მეორე ადგილზე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა. კვლევის ამ კომპონენტში საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი გახარია მე-3 ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, თუ ჩამოთვლითაგან რომელი პირია მათი ფავორიტი, გამოკითხლთა 89%-მა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პატრიარქი ილია II დაასახელა. ამირან გამყრელიძე გამოკითხულთა 74-მა პროცენტმა  დაასახელა. გიორგი გახარია კი- 63-მა პროცენტმა.

ანტირეიტინგში კი პირველ ადგილს პარტია “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე იკავებს, რომლის მიმართაც გამოკითხულთა 73% უარყოფითადაა განყობილი.

IRI-ის კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი