ახალი ამბები

11 აგვისტო: კორონავირუსის  14  ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

11 აგვისტო, 2020 • 1834
11 აგვისტო: კორონავირუსის  14  ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44. 

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1054 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შეთხვევებიდან 9 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 – იმპორტირებული [მათ შორის ორი სატვირთო მანქანის მძღოლი] და 2 -გაჩიანიდან.

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოსული ქართველი სამხედროები არიან.

გუშინ, 10 აგვისტოს, კოვიდ 19-ის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგანაც 16 ე.წ. სვანეთის კლასტერიდან იყო, რის შემდეგაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი და საკარანტინო წესები შემოიღეს. სვანეთში ჩარჩენილ ტურისტებს მისი დატოვების შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 

მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

მასალების გადაბეჭდვის წესი