ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს – ადვოკატი

10 აგვისტო, 2020 • 2356
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” განუცხადა დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ჟვანია, რომელიც ადგილზე “მერსედესის” მარკის ვტომობილით ავიდა, ადასტურებს, რომ არაგვის ხიდზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა და უთითებს, რომ ხელკეტი მანქანაში იპოვა და ხიდზე მყოფი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს ფეხის არეში დაარტყა:

“აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო. […] წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის. დარტყმით დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა” ,- ამბობს ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

აღნიშნულ საქმეში ჟვანიას ბრალი წარდეგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღნიშნულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება და მუხლის შემსუბუქებას ითხოვს.

ნიკა ჟვანია არაგვის ხიდზე ვერცხლისფერი “მერსედესის” მარკის ავტომობილით მივიდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ჟვანია ადასტურებს, რომ რკინის მილი მოუქნია არაგვის ხიდზე მომავალი ექვსეულიდან ერთ-ერთს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იდგა, თუმცა ვერ იხსენებდა, მოხვდა თუ არა აღნიშნულ პირს მისი მოქნეული ხელკეტი. ჟვანიას ჩვენებაში ამბობდა, რომ აღნშნულის შემდეგ ხელკეტი აღარ გამოუყენებია.

საქმის მასალების მიხედვით, არაგვის ხიდზე “ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილი ჩნდება, რომლის მგზავრებსაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა გამოძიებას მათთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი