ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში სასამართლომ 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო

19 მარტი, 2021 • 643
შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში სასამართლომ 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლომ 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს, ვასილ მახარაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი