ახალი ამბები

ჯაფარიძე ცდილობს არქაული შეხედულებების ადამიანად წარმომაჩინოს — ვოლსკი

10 აგვისტო, 2020 • 1154
ჯაფარიძე ცდილობს არქაული შეხედულებების ადამიანად წარმომაჩინოს — ვოლსკი

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი კონკურენტი, ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდების მხარდაჭერას ელის და ვოლსკის “არქაული შეხედულებების” ადამიანად წარმოჩენას ცდილობს.

მისი თქმით, ადამიანი “ჩამორჩენილობა” მისი დღევანდელი პოზიციით უნდა შეფასდეს.

“ყველას თავის ნიშა აქვს, მათ შორის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს, სადაც ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და მე წარმომაჩინოს ისე, თითქოს რაღაც ძველი, არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ. რაც არათუ არასწორია, არამედ საქმითაც დასტურდება. ადამიანის ჩამორჩენილობა უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით. ასე რომ, სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლეადას ეკუთვნის, უადგილოა. რამდენად მძიმეწონოსანია [ჯაფარიძე], გამოჩნდება მის საქციელში”, — განაცხადა ვოლსკიმ.

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, 10 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს იყაროს კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად “გირჩის” სახელით. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც საკუთარი კეთილგანწყობა დაუდასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი