ახალი ამბები

დევნილებს 251 ბინას გადავცემთ, წლის ბოლომდე კიდევ 2000-ს – გახარია

7 აგვისტო, 2020 • 1196
დევნილებს 251 ბინას გადავცემთ, წლის ბოლომდე კიდევ 2000-ს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 7 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მთავრობა კიდევ 251 ოჯახს გადასცემს ბინებს.

„ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ კომპანია „დირსის“ კორპუსებთან მოწყობილ სცენაზე და ამ ნაბიჯს „ზღვაში წვეთი“ უწოდა, რადგან „ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს“, რომლებსაც „ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ“ და „დღემდე ჭერის გარეშე არიან“.

გახარიას თანახმად, 13 წლის განმავლობაში სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 ათასზე მეტი საცხოვრისი და „წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს“.

„ჩვენი, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, რომ — გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე — ვიზრუნოთ, რომ ყველანი ერთად, მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ძველ სახლებში და შემდეგ ეს უნდა დაგვრჩეს აქ, როგორც დამატებითი, ასე ვთქვათ, საჩუქარი… მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


დევნილების განსახლების საკითხზე გირჩევთ სტატიებს „ნეტგაზეთის“ უახლესი არქივიდან:

მოლოდინის პოლიტიკა და დევნილები

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი