დღეს, 6 აგვისტოს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე პირებს დაეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. “მთავარი არხის” ცნობით, დაშავებულია ქალი და ორი ბავშვი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.