ახალი ამბები

პირმა 2 ტრანსგენდერ ქალზე იძალადა, ის დააკავეს – შსს

5 აგვისტო, 2020 • 972
პირმა 2 ტრანსგენდერ ქალზე იძალადა, ის დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც გენდერული გენდერული იდენტობის ნიშნით 2 ტრანსგენდერ ქალზე იძალადა.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი