ახალი ამბები

ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, კომიტეტებზე ძალზედ აქტიური ვარ — ჯაფარიძე TI-ის ანგარიშზე

3 აგვისტო, 2020 • 1081
ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, კომიტეტებზე ძალზედ აქტიური ვარ — ჯაფარიძე TI-ის ანგარიშზე

“ქართული ოცნების” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ აქტიური დეპუტატია და მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. ასე გამოეხმაურა ჯაფარიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებით ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძე იმ დეპუტატთა შორისაა, რომლებიც 2019 წელს სიტყვით საერთოდ არ გამოსულან.

“მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება და… ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქმეს არ ვაკეთებ, როგორ გეკადრებათ? კომიტეტებზე ძალზედ აქტიური ვარ”, — განუცხადა რუსთავი 2-ს ვიქტორ ჯაფარიძემ.

TI-ის მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებითი ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 21 დეპუტატი სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.

ამავე ანგარიშის მიხედვით,  2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა.

პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 43 შემთხვევაში 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა; ხოლო კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, 33 შემთხვევაში ხელფასის 10% დაუკავდა 22 დეპუტატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი