ახალი ამბები

ლევან აკინის ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე უჩვენებენ

5 დეკემბერი, 2019 • 1903
ლევან აკინის ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე უჩვენებენ

ქართულ-შვედური დრამა, ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სანდენსის კინოფესტივალზე (Sundance 2020) საჩვენებლად შეარჩიეს.

გამოცემა „დედლაინის“ (Deadline) ცნობით, ფილმს უჩვენებენ „სპოთლაით“ სექსციაში უჩვენებენ. ამავე გამოცემის თანახმად, ფესტივალზე საკონკურსოდ წარდგენილი იყო 15 ათასზე მეტი ფილმი, რომელთაგან საბოლოოდ 118 შეარჩიეს.

სანდენსის კინოფესტივალი 2020 წლის 23 იანვარს გაიხსნება იუტაში, აშშ-ში. კინოფესტივალში, რომელსაც 1978 წლიდან ყოველწლიურად ატარებს „სანდენს ინსტიტუტი“, ძირითადად საავტორო ფილმებს (Independent Film) უჩვენებენ ხოლმე.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დავიწყოთ 2020 წელი Sundance Spotlight სექციით“, – წერს ფილმის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე.

ამ გვერდის ცნობითვე, „ფილმმა 2019 წლის მაისში კანიდან დაიწყო ფესტივალების მოვლა, მას შემდეგ უამრავ სხვა მსოფლიო კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და იღებდა ჯილდოებს თითქმის ყოველ კვირა“.

შარშან სანდენსის კინოფესტივალზე უჩვენეს კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სოვდაგარი“. ფილმმა ჟიურის პრიზი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი