ახალი ამბები

ლევან გელბახიანმა კაცის საუკეთესო როლისთვის შვედეთის მთავარი კინოჯილდო მიიღო

21 იანვარი, 2020 •
ლევან გელბახიანმა კაცის საუკეთესო როლისთვის შვედეთის მთავარი კინოჯილდო მიიღო

ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთის მთავარ კინოფესტივალ The Guldbagge Awards-ზე ოთხი პრიზი მიიღო, მათ შორის, კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი გადაეცა მსახიობ ლევან გელბახიანს.

გარდა ამისა, ფილმს გადაეცა კინოდაჯილდოების მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. “და ჩვენ ვიცეკვეთს” გადაეცა პრიზები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო სურათის კატეგორიაში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე.

რაც შეეხება The Guldbagge Awards-ს, ეს არის შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოება, რომელსაც შვედეთის ფილმის ინსტიტუტი 1964 წლიდან ატარებს. აღნიშნული ჯილდოს პირველი ლაურეატი იყო ცნობილი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი ფილმისთვის “სიჩუმე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი