ახალი ამბები

ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, პოლიტიკური დევნის მაგალითები ვართ- რურუა

29 ივლისი, 2020 • 665
ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, პოლიტიკური დევნის მაგალითები ვართ- რურუა

“მეც და ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, პოლიტიკური დევნის მაგალითები ვართ”, – განაცხადა გიორგი რურუამ 29 ივლისს სასამართლო პროცესზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” დამფუძნებელი დღეს დასკვნითი სიტყვით გამოვიდა, ხვალ კი სასამართლო მის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხდებს. 

“ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებილებები საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ხელით, ვგულისხმობ რამიშილს და მის სამეგობროს, ცდილობენ ჩემი სახელის გატეხვას. 

ჩემი წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან ვრცელდება, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ეწინაღმდეგება. ზუსტად ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქის მხრიდან. 

მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი ხელისუფლების მიზანში, არის “მთავარო არხის” აქციების შეძენა, ასევე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერების მიმართ”, – განაცხადა რურუამ სასამართლო პროცესზე და ამავე სიტყვაში მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ელჩება და მის ადვოკატებს. 

მან გაიმეორა, რომ არ აღიარებს დანაშაულს და სასამართლოს უწოდა “ცინიკური ფარსი”. 

გიორგი რურუას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მასალების გადაბეჭდვის წესი