ახალი ამბები

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პარლამენტარობას გეგმავს

26 ივლისი, 2020 • 2175
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პარლამენტარობას გეგმავს

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გახდეს.

“ვიცი, ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა, იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა. P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე….”, – წერს კობაიძე ფეისბუკზე.

ალექსანდრე კობაიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ის ერთ-ერთი პარტიის სახელით გეგმავს პარლამენტში კენჭისყრას, მაგრამ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს პარტიას. კობაიძის თქმით, მისთვის პარტიული პლატფორმა უფრო მისაღებია პარლამენტში მოსახვედრად და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებრივ ასპარეზზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის სტატუსით გამოჩნდა, პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ 2017 წელსაც განაცხადა.

2017 წელს კობა დავითაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ “ხალხის პარტიას” თავმჯდომარე სწორედ კობაიძე გახდა, თუმცა მას შემდეგ, ამ სტატუსით, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ფაქტობრივად, არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი