ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია

26 ივლისი, 2020 • 1319
ცხინვალში დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს მოქალაქე მალხაზ ლეჟავა, რომელიც 25 ივლისს საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს.

როგორც სუსი აცხადებს, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი