ახალი ამბები

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

26 ივლისი, 2020 • 1245
უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

თემურ ღვინჯილია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. ის საკრებულოში “ქართული ოცნების” სახელით მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი