ახალი ამბები

ოქტომბერ-ნოემბერში 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური

10 დეკემბერი, 2020 • 714
ოქტომბერ-ნოემბერში 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერ-ნოემბერში მარკირებას დაქვემდებარებული  საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი გამოვლინა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მისი ცნობით, “დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება”.

“აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია”, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი