ახალი ამბები | რეკლამა | ,

გამოვლინდა 33 800 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი

7 ნოემბერი, 2020 | | 377
გამოვლინდა 33 800 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის  სოფელ ნაწულუკუსა და აბაშის რაიონის სოფელ ქორობანში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 169 ბლოკი (33 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი