ახალი ამბები

“სახელმწიფოს კეთილი ნებაა” — ზალკალიანი „ფრონტერასთვის“ კონტრაქტის არგაწყვეტაზე

23 ივლისი, 2020 • 876
“სახელმწიფოს კეთილი ნებაა” — ზალკალიანი „ფრონტერასთვის“ კონტრაქტის არგაწყვეტაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს კონტრაქტი კომპანია „ფრონტერასთან“, რომელთანაც აქამდე სახელმწიფო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავობდა, “სახელმწიფოს კეთილი ნებაა” და სხვა კომპანიებისთვის “პრეცედენტული ვერ გახდება“.

ამის შესახებ მან 23 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს ვერ გახდება პრეცედენტული, რადგანაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რაც არის აუცილებლად აღსრულებადი, უნდა აღსრულდეს, მათ შორის იგივე კომპანიის თანამშრომლებისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა და ის 99% [მიწის], რომელიც ძებნა-ძიების მიმართულებითაა და ამ მიმართუელბით კომპანიამ გადადგა ნაბიჯი.

მაგრამ იმ 1%-თან დაკავშირებით, რაც არის დაკავშირებული ძიებასთან, ამ სეგმენტში გამოავლინა სახელმწიფომ კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება ამ ნაწილში ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული კეთილი ნება დავის კონკრეტულ ერთ მიმართულებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა მან.


23 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მთავრობა „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ წყვეტს.

ამ თემაზე იხილეთ:

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი