ახალი ამბები

იმედგაცრუებული ვიყავი ანაკლიის პორტის ჩაგდებით – კინზინგერი

21 ივლისი, 2020 • 1636
იმედგაცრუებული ვიყავი ანაკლიის პორტის ჩაგდებით – კინზინგერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ადამ კინზინგერის თქმით, ანაკლიის ღრმაყწლოვანი პორტის პროექტის ჩაშლით „იმედგაცრუებული“ დარჩა, მაგრამ იმედი აქვს, რომ მას მომავალი ექნება, თუმცა, რუსული ინვესტიციების გარეშე.

ამის შესახებ ილინოისელმა კონგრესმენმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა.

„იმედგაცრუებული ვიყავი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლით და მაინც ვიმედოვნებ, რომ მას კარგი მომავალი ექნება და იქ არ განხორციელდება რუსული ინვესტიცია. ეს გეოპოლიტიკის საკითხია და ჩვენ გვესმის საქართველოს მნიშვნელობა“, — თქვა კინზინგერმა.

ამასთან ერთად, მან კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებებისა და ვლადიმერ პუტინისთვის არახელსაყრელი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბალტიისპირეთში, უკრაინაში ან საქართველოში რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდეს რუსულ პროვოკაციებს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს — „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ ანგარიშს, რომელშიც ექსპრემერ ბიძინა ივანიშვილს „პუტინის მოკავშირე“ უწოდეს და ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საქართველომ შესაძლოა აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს, კინზინგერმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება და განაცხადა, რომ როგორც საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ საკითხებზე არ ისაუბრებს და შიდაპოლიტიკურ თემებზე შეფასება ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.


„რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ ანგარიშთან და ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტთან დაკავშირებით გირჩევთ „ნეტგაზეთის“ მასალებს:

ანაკლიის პორტისსაკითხზე გირჩევთ:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი