ახალი ამბები

“ნასას” ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ – LIVE

21 ივლისი, 2020 • 2280
“ნასას” ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ – LIVE

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ასტრონავტები, კრის კესიდი და რობერტ ბენკენი ღია კოსმოსში გავიდნენ. ისინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ელექტრულ სისტემას ანახლებენ.

ეს არის ორივე ასტრონავტისთვის სადგურის გარეთ რიგით მე-10, ხოლო ბენკენისთვის ბოლო მისია. ის დედამიწაზე SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით – Dragon Endeavor – მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაბრუნდება.

მისია დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მისთვის თვალის მიდევნება კი პირდაპირი ეთერის საშუალებითაა შესაძლებელი.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე 1998 წლიდან იმყოფება. ხოლო მისი ენერგოსისტემის განახლება 2017 წლიდან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი