ამერიკის აერონავტიკის ეროვნული სააგენტო (NASA) ასტრონავტები დაგეგმილი 8 დღის ნაცვლად, დედამიწაზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდებიან.
როგორც BBC წერს, სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 5 ივლისს გაემგზავრნენ და დედამიწაზე რვა დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ეჭვები გაჩნდა ხომალდის გამართულობასთან დაკავშირებით, რომელსაც ასტრონავტები მისიის დასრულების შემდეგ მშობლიურ პლანეტაზე უნდა დაებრუნებინა, NASA-მ მისიის კიდევ 8 თვით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
NASA-ს სპიკერის განცხადებით, ასტრონავტები დედამიწაზე 2025 წლის თებერვალში დაბრუნდებიან SpaceX-ის ხომალდით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ SpaceX NASA-სთან აქტიურად თანამშრომლობს და კოსმოსში აშშ-ის აერონავტიკის ეროვნული სააგენტოსთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 9 პილოტირებული მისია განახორციელა.