ახალი ამბები

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

20 ივლისი, 2020 • 2372
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური წუხელ, გვიან ღამით ახმეტაში ცივი იარაღით დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზვიადაურთან ერთად დაჭრილია ასევე მეორე პირიც. ორივე კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჯერჯერობით ამ საქმეზე დაკავებული არავინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი