ახალი ამბები

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

18 ივლისი, 2020 • 933
გურჯაანში 3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

გურჯაანში, ერთ-ერთი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.

მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი