ახალი ამბები

მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია – გახარია

18 ივლისი, 2020 • 1105
მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება.

“მესმის, რომ გარკვეული ინტერესი და ინტრიგაა, მაგრამ დაველოდოთ. ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია”, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

“ქართული ოცნება” 20 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

“ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი