“ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს
“ქართული ოცნება” 20 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს. საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის ბოლო შაბათს, მაშასადამე, 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed