ახალი ამბები

“ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

17 ივლისი, 2020 • 1699
“ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

“ქართული ოცნება” 20 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის ბოლო შაბათს, მაშასადამე, 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი