ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ჩარევამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია – UK

16 ივლისი, 2020 • 1503
რუსეთის ჩარევამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია – UK

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით მსოფლიოში 2019 წელს არსებული ვითარების ანგარიში. დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – შექმნილი კრიზისიც მოხვდა.

როგორც ანგარიშში წერია, აღნიშნულ რეგიონებში “რუსეთის გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ძირითადი გამშვები პუნქტების განგრძობითმა დახურვამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გაზარდა დაძაბულობა და გამოიწვია ხშირი დაკავებები; ასევე, მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა ადამიანთა შემოსავლებზე, განათლებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.”

ანგარიშისვე მიხედვით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2019 წელსაც გაგრძელდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფომ დაუჭირა მხარი გაეროს გენერალურ ასამბლეის რეზოლუციებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი