ახალი ამბები

საბჭოთა ჯარისკაცის, საშა უყუჯავას ისტორია

16 ივლისი, 2020 • 1458
საბჭოთა ჯარისკაცის, საშა უყუჯავას ისტორია

საშა უყუჯავა 1973 წლის მაისში ორი წლით გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, საბჭოთა არმიის რიგებში. ის ოცდაათ ქართველთან ერთად ჯერ ბაქოს მიმართულებით წაიყვანეს, ხოლო 2-3- დღიანი მგზავრობის შემდეგ შუა აზიის სამხედრო ოლქში დაბანაკდნენ.

საბჭოთა არმიის რიგებში ორწლიანი სამსახური საშა უყუჯავასთვის მარტივი არ ყოფილა. ის იხსენებს იმ გარემოს, სადაც მსახურობდა, საბჭოთა არმიაში დამკვიდრებულ წესებს, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებებს, ქართველების მიერ საკუთარი ნაციონალური იდენტობის დემონსტრირებასა და სოლიდარობას.

მის მეხსიერებას დღემდე შემორჩა – იერარქიული ურთიერთობების ფორმები საბჭოთა არმიაში ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, ახალგაწვეულ ჯარისკაცებსა და ჯარში უფრო ხანგრძლივად მყოფებს შორის. ინტერვიუში ჩანს, თუ როგორ ხედავს რიგითი, ეთნიკური ქართველი ჯარისკაცი საბჭოთა არმიაში სამსახურს.

ვიდეო მოამზადა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ

მასალების გადაბეჭდვის წესი