ახალი ამბები

სემეკის უფლებამოსილების გაზრდის კანონპროეტს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

15 ივლისი, 2020 • 855
სემეკის უფლებამოსილების გაზრდის კანონპროეტს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტით ენერგოკომპანიამ შერწყმის ან 5% და მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) უნდა აცნობოს. თავის მხრივ, კომისიას უფლება ექნება გასცეს თანხმობა, ან აკრძალოს წილის გასხვისება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სემეკის მხრიდან აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება. მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებებს ეროვნული უსაფრთხოებითა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვით ასაბუთებს:

“კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ან 5 პროცენტი, ან მეტი წილის/აქციების გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც. მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.”

ენერგოკომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შეთანხმება სემეკ-თან მოუწევთ

მასალების გადაბეჭდვის წესი