ახალი ამბები

სემეკი კომპანიებს ზედმეტად დარიცხულ კომუნალურებს უკან დააბრუნებინებს

28 თებერვალი, 2022 • 1022
სემეკი კომპანიებს ზედმეტად დარიცხულ კომუნალურებს უკან დააბრუნებინებს

სემეკმა დარღვევები გამოავლინა სს „თელასისა“ და „თელმიკო“ საქმიანობების შემოწმების შედეგად.

სემეკის თანახმად, 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადი არასწორად დაერიცხათ.

სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო.

მარეგულირებელი კომისიის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ 569 605 ლარი.

კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი