თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) ახალი ტარიფები დაადგინა, რომელიც 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის 3 თეთრით მცირდება ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო ტარიფებიც.
სემეკის თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე, 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.