ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

15 ივლისი, 2020 • 1653
გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

სოფელ ერგნეთში დღეს აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის – გატაცება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს შორის იყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც თქვა, რომ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებთან ერთად, ქართული ხელისუფლებაც საკმარისს არ აკეთებს მოქალაქეების დასახსნელად.

„არ შეიძლება, „ოცნების“ წარმომადგენელი ამბობდეს, რომ ასეთი რაღაცები ხდება და ეს არის ნორმა“, – ამატებს ხოშტარია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უნდა მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის, პარტიორებთან შეხვედრების გამართვის გზით.

უკვე მე-12 დღეა, რაც რუსმა სამხედროებმა სოფელ მეჯვრისხევიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაიტაცეს. როგორც Qartli.ge-წერს, მღებრიშვილის ოჯახი მისი გათავისუფლების მოთხოვნით პერიოდულად აქციებს მართავს.

რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, ის 11 ივლისს, შუადღისას დაჭრეს და დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ვრცლად:

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი