ახალი ამბები

შრომის რეფორმას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

14 ივლისი, 2020 •
შრომის რეფორმას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. პაკეტს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არცერთი წასულა.

რეფორმათა კანონპროექტის ინიციატორები, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, „ოცნების“ ყოფილი და ახლანდელი დეპუტატებიც არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და რატი იონათამიშვილი.

შრომის რეფორმათა პაკეტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებს შეიცავს, თუმცა მის ფუნდამენტს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება წარმოადგენს:

ცვლილებათა პაკეტით, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ცალკე სსიპ-ად გამოეყოფა შრომის ინსპექცია, რომელიც ახლა მხოლოდ დეპარტამენტია სამინისტროში; იქმნება ცალკე კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რაც აფართოებს განახლებული უწყების უფლებამოსილებასა და მანდატს, რაც მის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნიშნავს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი