ახალი ამბები

სურამში მაგისტრალის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

18 დეკემბერი, 2021 •
სურამში მაგისტრალის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, გარდაცვლილს, – 33 წლის კაცს, რომელიც ხიდის კონსტრუქციიდან, სიმაღლიდან გადავარდა, – 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევა სურამში 17 დეკემბერს მოხდა.

„ნეტგაზეთს“ შსს-ში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სურამში დასაქმებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

240-ე მუხლი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია.

შაბათს, 18 დეკემბერს, მის გარდაცვალებას ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია მოჰყვა.

დასაქმებულები შრომისას უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი