ნეტგაზეთი | ივნისში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური ივნისში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური – Netgazeti

ივნისში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივნისში ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის  54  ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობითვე, მოცემულ პერიოდში ბრალდებულებისგან სარეალიზაციოდ  განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული. ამოღებული სიგარეტის საერთო ღირებულება 375 ათას ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.