ახალი ამბები

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ანდჟეი დუდამ მოიგო

13 ივლისი, 2020 • 873
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ანდჟეი დუდამ მოიგო

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები კონსერვატული პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა – ანდჟეი დუდამ მოიგო. ის მეორე ვადით აირჩიეს.

დუდამ მხოლოდ მცირედით გაუსწრო ოპონენტს – რაფაელ ტრასკოვსკის. მან ხმების 51.2% აიღო, ხოლო ტრასკოვსკიმ – 48.8%.

როგორც BBC წერს, ეს 1989 წლის, ანუ კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ ყველაზე კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

მოქმედი პრეზიდენტი დუდა პოსტის დაკავებამდე მმართველი კონსერვატიული პარტიის — „კანონისა და სამართლიანობის“ წევრი იყო, შემდეგ კი პარტიიდან გამოვიდა, თუმცა მათი მოკავშირეა.

ელიან, რომ მისი გამარჯვების შემდეგ, მიიღებენ ისეთ საკნონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებაში დიდ უკამყოფილებას გამოიწვევს. კერძოდ, ეს ცვლილებები ეხება სასამართლო სისტემასა და მთავრობის მიერ აბორტისა და ლგბტ თემის უფლებათა წინააღმდეგ წასვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი