ახალი ამბები

პოლონეთის არჩევნებში დუდა მცირედით ლიდერობს — ეგზიტპოლი

13 ივლისი, 2020 • 1004
პოლონეთის არჩევნებში დუდა მცირედით ლიდერობს — ეგზიტპოლი

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობას“ კანდიდატი ანდრეი დუდა.

არჩევნების მეორე ტურში ის ვარშავის მერს, რაფალ ტრასკოვსკის უპირისპირდებოდა.

პირველი ეგზიტპოლის თანახმად, დუდამ ამომრჩევლის ხმების 51% მიიღო, ტრასკოვსკის კი ნდობა ამომრჩევლის 49,6%-მა გამოუცხადა. კვლევის ავტორი ორგანიზაციის, Ipsos-ის თანახმად, ცდომილების ზღვარი 2%-ია.

ოფიციალური შედეგების გამოცხადებას ორშაბათისთვის ელიან. როგორც BBC წერს, ეს 1989 წლის, ანუ კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ ყველაზე კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და გამარჯვებულსაც მეორეადგილოსანთან ხმების მცირე სხვაობა ექნება.

დუდას თქმით, არჩევნებზე ამომრჩევლის თითქმის 70% მივიდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

მოქმედი პრეზიდენტი დუდა პოსტის დაკავებამდე მმართველი კონსერვატიული პარტიის — „კანონისა და სამართლიანობის“ წევრი იყო, შემდეგ კი პარტიიდან გამოვიდა, თუმცა მათი მოკავშირეა. ელიან, რომ მისი გამარჯვების შედეგად მიიღებენ საკამათო ცვლილებებს სასამართლო სისტემაში და გაგრძელდება მთავრობის ოპოზიცია აბორტისა და გეი უფლებების მიმართ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი