ახალი ამბები

გარდაიცვალა იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე

6 ივლისი, 2020 • 2073
გარდაიცვალა იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე

ცნობილი იტალიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ენიო მორიკონე 6 ივლისს, 91 წლის ასაკში, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ოსკაროსანი კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ დაეცა, რის შემდეგაც ბარძაყის მოტეხილობა მიიღო.

მორიკონეს მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალებისთვის ასობით მუსიკა აქვს დაწერილი. მისი ავტორობით შექმნილი საუნდთრექები მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მათ შორისაა საუნდთრექები ფილმებისთვის “კარგი, ცუდი და ბოროტი” და “ერთხელ ამერიკაში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი