ახალი ამბები

ქანიე ვესტი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

5 ივლისი, 2020 • 1232
ქანიე ვესტი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მუსიკოსი ქანიე ვესტი აცხადებს, რომ 2020 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

The Guardian წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეავსებს თუ არა ვესტი ოფიციალურ დოკუმენტებს კანდიდატობისთვის, თუმცა, პოსტში, რომელიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნა, ის წერს:

„ჩვენ უნდა აღვასრულოთ ამერიკის დაპირება ღვთის ნდობით, ჩვენი ხედვის გაერთიანებითა და ჩვენი მომავლის მშენებლობით. მე აშშ-ს პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრი,“ – წერს ქანიე ვესტი ტვიტერზე.

მანამდე ვესტს არაერთხელ გამოუხატავს ღია მხარდაჭერა აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ. 2018 წელს, abcnews-ს თანახმად, ტრამპისა და ვესტის შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ მუსიკოსი სავსებით შესაძლებელია პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატიც იყოს.

რაზეც ვესტმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ 2024 წლის შემდეგ მოხდებოდა.

ქანიე ვესტის ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურა ილონ მასკიც, რომელმაც მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გარეკანი ფოტო: ქანიე ვესტს ახურავს ქუდი ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანით – „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“.

მასალების გადაბეჭდვის წესი