შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 5 პირი წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებმა პირი ძალის გამოყენებით ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გადაიყვანეს, სადაც მას ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა)მიმდინარეობს.
ეს დანაშაული ასევე თვალისწინებს, 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
