კასპის მუნიციპალიტეტში საპირფარეშოში ჩაგდებული ჩვილის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 3 ივლისს მოხდა.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქმეზე მიმდინარეობს ექსპერტიზა.