ამერიკული გამოცემები, „ნიუ-იორკ ტაიმზი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და CNN-ი თავინათ წყაროებზე, — მათ თანახმად, აშშ-სა და ევროპაში უშიშროების მაღალი თანამდებობის პირებზე, — დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა GRU-მ ავღანეთში თალიბანის მებრძოლებს რამდენიმე თვის წინ თანხა შესთავაზა ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების მოსაკლავად.
რუსეთის საელჩო აშშ-ში ბრალდებას „დაუსაბუთებელს“ უწოდებს და უარყოფს. ინფორმაციას უარყოფს „თალიბანიც“.
„ნიუ-იორკ ტაიმზის“ ცნობით, ტრამპი უშიშროებამ ამის შესახებ ჯერ კიდევ მარტში გააფრთხილა, რასაც თეთრი სახლი ასევე უარყოფს.
„არც პრეზიდენტი და არც ვიცე-პრეზიდენტი არ ყოფილან რუსეთის ამ შესაძლო მოქმედებაზე გაფთხილებულნი“, – განაცხადა თეთრის სახლის წარმოამდგენელმა 27 ივნისს, თუმცა დასძინა, რომ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ძირითადი ინფორმაცია მცდარია.
სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებსა და CIA-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
CNN-ის წყაროს ცნობით, GRU-ს ის დანაყოფი, რომელმაც თალიბანს თანხა შესთავაზა ჯარისკაცების დასახოცად, პასუხისმგებელია ევროპაში არაერთი გახმაურებული საქმის დაგეგმვაზე, მათ შორის სკრიპალების მოწამვლაზე სოლსბერიში.