ახალი ამბები

იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე მთავრობამ დადგენილება მიიღო

25 ივნისი, 2020 • 2063
იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე მთავრობამ დადგენილება მიიღო

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან, 25 ივნისიდან, იპოთეკური სესხის ძირის პროცენტს მთავრობა მოქალაქეებს ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. გახარიას თქმითვე, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებმა, კრიზისის მიუხედავად, დაწყებული მშენებლობების დასრულება შეძლონ.

“ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სამშენებლო სექტორისთვის წარვადგინეთ, ამ გეგმის პირველი ნაბიჯები, ანუ მთავრობის დადგენილება, დღეს იქნება მიღებული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელ ფართს იპოთეკური სესხის საშუალებით წლის ბოლომდე შეიძენს, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის განმავლობაში “,-განაცხადა გახარიამ.

28 მაისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მოქალაქეებს ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს. სუბსიდირება შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. გიორგი გახარია მაშინ ამბობდა, რომ ამ გეგმით მთავრობა დეველოპერულ კომპანიებს კი არა,  იქ დასაქმებულ 120 ათასზე მეტ ადამიანსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი