რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭი 2024 წელსაც იყაროს. ამის შესახებ მან ტელეარხ „რასია 1-თან“ საუბარში განაცხადა.
„ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ კენჭისყრის შესაძლებლობას, თუ ასეთი [შესაძლებლობა] კონსტიტუციაში იქნება. შევხედოთ, მერე გამოჩნდება“, — განაცხადა პუტინმა.
თუ პუტინი კენჭს 2024 წელსაც იყრის და გაიმარჯვებს, ეს მისთვის მეხუთე საპრეზიდენტო ვადა იქნება.
აქამდე, რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებების თანახმად, კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვადების „განულება“ მოხდა. ამგვარად, პუტინს, რომელიც უკვე იყო მეორე ვადით არჩეული 2018 წელს, საშუალება მიეცემა, კენჭი 2024 და 2030 წლებში იყაროს და გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს.
ამ თემაზე გირჩევთ: