ცოტა ხნის წინ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო დეპუტატ ვალენტინა ტერეშკოვას (წარსულში კოსომანვტი) მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე გატარებული ვადა უნულდება.
ამგვარად, პუტინი, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციის თანახმად 2024 წელს პოსტი უნდა დაეტოვებინა და კიდევ ერთხელ, მინიმუმ 2030 წლამდე კენჭს ვერ იყრიდა, 2024-ში შეძლებს ისევ გახდეს რუსეთის პირველი პირი, მინიმუმ ორი ვადით, ანუ კიდევ 12 წლით. პუტინი ამჟამად 67 წლისაა.
პუტინმა საკანონმდებლო ორგანოსთვის მიმართვისას განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ინიციატივას კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნევდა, ხოლო ხალხი რეფერენდუმზე მოიწონებდა, იგი ამ გადაწყვეტილებებს დაემორჩილებოდა.
რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ამ თემაზე მიმებისა და ხუმრობების შექმნა დაიწყეს – რომ აღარ დარჩა კატა, რომელიც მოესწრო იმ დროს, როცა რუსეთს პუტინი არ მართავდა (როგორც, სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორი), რომ წელთაღრიცხვას მალე პუტინის შობიდან დაიწყებენ და ა.შ. როგორც ცნობილია, კატები დაახლოებით 16 წლამდე ცოცხლობენ.
„ნეტგაზეთი“ მათგან საუკეთესოებს გთავაზობთ – ქართული თარგმანით:
უკრაინული ტვიტერიდან: პუტინი კორონავირუსის კარანტინის ქვეშაა და 2036 წლამდე კრემლში უნდა დარჩეს.
Владимир Путин в Госдуме на обсуждении поправки об обнулении президентских сроков. Холст, масло, 2020 год pic.twitter.com/EakZNcy2ox
— не хухры-мухры (@zuukhra) March 10, 2020
ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმაში მისი საპრეზიდენტო ვადების გაუქმებაზე მსჯელობისას. ტილო, ზეთი, 2020 წელი.
гость из будущего:
– какой сейчас год?
ты:
– тот год когда Госдума поддержала обнуление президентских сроков и снятие ограничений на них
– а, Первое Обнуление!
– ПЕРВОЕ? pic.twitter.com/VXeB6xZ89c— Duran / Дюран (@userdie) March 10, 2020
სტუმარი მომავლიდან: – ახლა რომელი წელია?
შენ: – ის წელია, როცა სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო ვადების განულებას და მასზე შეზღუდვების გაუქმებას
– აა, პირველი განულება?
– პირველი?!
Из-за карантина Путину запретят покидать президентский пост
— Dave Frenkel (@merr1k) March 10, 2020
კარანტინის გმამო პუტინს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას აუკრძალავენ
Путин сказал, что не против обнулить свои президентские сроки.
Те, кто родился при президенте Путине, имеют все шансы умереть при президенте Путине.
— Руслан Усачев (@RuslanUsachev) March 10, 2020
პუტინმა განაცხადა, რომ არაა წინააღმდეგი, მისი საპრეზიდენტო ვადები განულდეს.
ყველას, ვინც პრეზიდენტ პუტინის დროს დაიბადა, აქვს ყველა შანსი, პრეზიდენტ პუტინის დროს გარდაიცვალოს.
— Мемный философ/Мемы (@MP5752) March 10, 2020
ნაკლებად ცნობილი ფაქტი: რუსეთში აღარ დარჩა კატა, რომელიც პუტინის დროს არ დაბადებულა.
Госдума поддержала идею обнулить годы от Рождества Христова и начать вести отсчёт от Рождества Владимира Путина.
— Артём Дерягин (@DerArto) March 10, 2020
სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა იდეას, ქრისტეს შობიდან წლები განულდეს და ახალი წელთაღრიცხვა ვლადიმერ პუტინის შობიდან დაიწყოს.
Госдума обнулила число президентских сроков, мотивируя тем, что “так требует народ”.
Следом Владимир Владимирович скромно глядя в камеру, заявил, что “будет вынужден подчиниться воле народа”.
И только сам народ, глядя по вечерам в телевизор, офигевает от своих требований…— Анекдоты из России (@anekdotru) March 11, 2020
სახელმწიფო დუმამ გაანულა საპრეზიდენტო ვადები იმ მოტივით, რომ „ასე ითხოვს ხალხი“.
შემდეგ, ვლადიმერ ვლადიმერის ძე კამერას მორცხვად შეხედა და განაცხადა, რომ „მოუწევს ხალხის ნებისთვის დამორჩილება“.
და მხოლოდ თვითონ ხალხი, საღამოს ტელევიზორის ყურებისას, გამო***ვდა თავისი მოთხოვნებისგან…
— мистер истерн (@princdatskij) March 10, 2020
– მე ვეწინააღმდეგები ვადების განულებას
– თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იტყვის, რომ ასე შეიძლება
– შეიძლება, შეიძლება))
– ნუ, მაშინ კარგი
— I, Tanya ? (@zlobuster) March 10, 2020
Как поговаривали в древнем Риме – обнуляй и властвуй!
— Александра (@Alexandra_81_22) March 11, 2020
როგორც ძველ რომში ამბობდნენ, გაანულე და იბატონე!
– შეიძლება, ქალი რუსეთის პრეზიდენტი გახდეს?
– არა, იმიტომ რომ მე ქალი არ ვარ
მოკლედ საპრეზიდენტო ვადების შესახებ
– ძველ მანქანას, როგორ ახალხს, რატომ ყიდის?
– გარბენი გაანულა
СРОКИ ОБНУЛЯТЬ НЕ БРОСИМ
ПУТИН 2088 pic.twitter.com/QAEaan2yXC— анатолий ноготочки? (@A_Kapustin) March 10, 2020
ვადების განულებას არ შევეშვებით
პუტინი 2088
ვლადიმერ პუტინის 18-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ რუსი დიზაინერის, ეგორ ჟგუნის მიერ შექმნილ ანიმაციას, რომელიც მან ინტერნეტში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების (როცა პუტინი მეოთხე ვადით აირჩიეს) დროს განათავსა:
რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:
მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში